top of page

ნასამართლობის ცნობის მიღების წესი

service agency police record

როგორც წესი, კლიენტი მოგვმართავს და გვაცნობებს, რომელ ქვეყანისთვის სჭირდება მსჯავრდების,ნასამართლობის ან მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობის ცნობა და რომელ ენაზე სურს მისი თარგმანი.

კლიენტი გვიგზავნის თავისი პასპორტის ფოტოს და გვაწვდის ინფორმაციას, რომელ წლებში ან რა პერიოდში ცხოვრობდა საქართველოში, ასევე გვაცნობებს, ვიზაზე განაცხადისთვის იყენებს ამ დოკუმენტს თუ სხვა კონკრეტული მიზნისთვის.
თუ პასპორტი ვადის გასვლის ან დაკარგვის გამო შეუცვლია, ზოგჯერ ძველი პასპორტის ფოტოსაც გვიგზავნის.

ამის შემდეგ, ჩვენ ვაწვდით კლიენტს შესაბამის ინფორმაციას, ვიღებთ მის თანხმობას და პროცესს ვიწყებთ – დოკუმენტს ვიღებთ კლიენტის სახელით.
 

გთავაზობთ ორ მომსახურებას:
   •    სწრაფი პროცესი – 2 სამუშაო დღეში (თარგმანით და აპოსტილით)
   •    სტანდარტული პროცესი – 7 სამუშაო დღეში (თარგმანით და აპოსტილით)

როგორც კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ამზადებს დოკუმენტს, მისი თარგმანი და აპოსტილიც მზადდება.


კლიენტი ჩვენგან მაშინვე იღებს ცნობის სკანირებულ ვერსიას, რადგან საბუთის ატვირთვა და ვიზაზე განაცხადის შევსება ხშირად ელექტრონულად ხდება (მაგალითად, საელჩოს ვებგვერდზე).

ასევე, კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, დოკუმენტის ორიგინალ ვერსიას ფოსტის მეშვეობით ვაგზავნით მის საცხოვრებელ ან სამუშაო მისამართზე.

conviction certificates

© 2025 by BTD LEGAL LLC. 

bottom of page