PCC.GE
პოლიციის ჩანაწერის ტიპები და დანიშნულება
ჩვენი პლატფორმა გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ მაღალი ხარისხის მომსახურება და ამასთანავე, დეტალური ინფორმაცია მსჯავრდების,ნასამართლობის და გაწარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობის ცნობების შესახებ.
ზემოხსენებული ცნობები არის სპეციალური ცნობები, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პირის მსჯავრდების, ნასამართლობა ან გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობის შესახებ.
ეს დოკუმენტები ხშირად გამოიყენება სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის:
• იმიგრაცია
• დასაქმება
• სხვა ადმინისტრაციული საკითხები
ცნობები როგორც წესი, გაცემულია პოლიციის ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ.
საქართველოში ცნობა გაიცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და მოიცავს შემდეგ ტიპებს:
• მსჯავრდების ცნობა
• ნასამართლობის ცნობა
• გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობის ცნობა
ცნობის სახეები:
ნასამართლეობის ცნობა
ნასამართლეობის ცნობა არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, არის თუ არა პირი ნასამართლევი. ცნობა გამოიყენება სხვადასხვა მიზნებისთვის, როგორიცაა დასაქმება, ვიზის მოთხოვნა, მოქალაქეობის მიღება ან სხვა სამართლებრივი პროცესები.
ნასამართლეობის ცნობაში მოცემულია პირის მონაცემები, ინფორმაცია მისი ნასამართლეობისა და ძებნის შესახებ ( დადასტურება ან უარყოფა).
საერთაშორისო დოკუმენტებში ან პროცედურებში გამოყენებისას, შესაძლებელია ცნობის აპოსტილით დამოწმება.
საფასური დამოკიდებულია მომსახურების ვადაზე. ცნობის მოთხოვნა შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეების, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის.
მსჯავრდების ცნობა
მსჯავრდეbის სტატუსის ცნობა არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც სახელმწიფო უწყება ( შინაგან საქმე სამინისტროს მომსახურების სააგენტო) გასცემს. იგი შეიცავს ინფორმაციას პირის ნასამართლობის შესახებ და, კონკრეტულად, ადასტურებს, აქვს თუ არა პიროვნებას სამართალდარღვევა და თუ აქვს
მსჯავრდების შესახებ ცნობაში აისახება ინფორმაცია პირი რომელ წლებში და რა მუხლით იყო გასამართლებული, იმისდა მიუხედავად ნასამართლობა გაქარწყლებულია თუ მოხსნილი.
ცნობსა საჭიროა ისეთი პოზიციებისთვის, სადაც სუფთა ნასამართლობა აუცილებელია.
ცნობის გაცემა შესაძლებელია წარმომადგენლის მეშვეობით.
ამ შემთხვევაში, საჭიროა მარწმუნებელთან მინდობილობის დადება, რომელის საფუძველზეც ის შეძლებს თქვენთვის მსაჯვსებულობის ცნობის მოწოდებას თქვენი ჩართულობის გარეშე.
უცხო სახელწიფოში ცნობისბწარსადგენად დაგჭირდებათ მისი აპოსტილით დამოწმება და თარგმნა, რომელსაც ასევე წარმომადგენელი უზრუნველყოფს.
გაქარწყლებული ან/და მოხსნილი ნასამართლობის შესახებ ცნობა
გაქარწყლებული ან/და მოხსნილი ნასამართლობის შესახებ ცნობა არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც სახელმწიფო უწყება ( შინაგან საქმე სამინისტროს მომსახურების სააგენტო) გასცემს.
გაქარწყლებული ან/და მოხსნილი ნასამართლობის შესახებ ცნობაში აისახება ინფორმაცია პირის გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობის შესახებ.
სხვა დეტალები ცნობაში არ მიეთითება.
ცნობის გაცემა შესაძლებელია წარმომადგენლის მეშვეობით.
ამ შემთხვევაში, საჭიროა მარწმუნებელთან მინდობილობის დადება, რომელის საფუძველზეც ის შეძლებს თქვენთვის გაქარწყლებული ან/და მოხსნილი ნასამართლობის შესახებ ცნობის მოწოდებას თქვენი ჩართულობის გარეშე.
უცხო სახელწიფოში ცნობის წარსადგენად დაგჭირდებათ მისი აპოსტილით დამოწმება და თარგმნა, რომელსაც ასევე წარმომადგენელი უზრუნველყოფს.
მათ შორის განსხვავება
ნასამართლეობის ცნობა, მსჯავრდების ცნობა და გაქარწყლებული ან/და მოხსნილი ნასამართლობის შესახებ ცნობა ერთმანეთისაგან განსხვავდება მისი შინაარსით, მოთხოვნის მიზნით, ვადებითა საფასურით.
ვინაიდან შსს მომსახურების სააგენტოში, ზემოხსენებულ ცნობებში მიღებული ინფორმაციის ერთ საერთო ცნობად გაერთიანება შეუძლებელია, (რადგან მათი გამოთხოვა დაშვებულია ცალკცალკე), მათი შინაარსი განსხვავდება, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ მათი გამოთხოვის მიზნებიც განსხვავებულია.
მაგალითად ნასამართლეობის ცნობაში მოცემულია ინფორმაცია ფიზიკური პირის ნასამართლობისა და ძებნის შესახებ, (ბოლო 1.5-2 წლის განმავლობაში) მაშინ როცა მსჯავრდების შესახებ ცნობაში აისახება უფრო ძველი ინფორმაცია, იმაზე თუ ფიზიკური პირი რომელ წლებში და რა მუხლით იყო გასამართლებული, იმისდა მიუხედავად ნასამართლობა გაქარწყლებულია თუ მოხსნილი. გაქარწყლებული და მოხსნილი ნასამართლეობის შეხებ ინფორმაციას იძლევა ცნობა
გაქარწყლებული ან/და მოხსნილი ნასამართლობის შესახებ.
გამომდინარე აქედან, საქართველოს ყველა სახელმწიფო ორგანო ან სხვა ქვეყნები თავად მიგითითებენ, თუ რომელი ცნობაა წარსადგენად აუცილებელი, მათი მიზნებიდან გამომდინარე.